პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

,,სუროგაცია, სამწუხაროდ, დიდი საფრთხის შემცველი გამოდგა“ – ლადო კახაძე

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ წევრი ლადო კახაძე აცხადებს, რომ სუროგაცია „დიდი საფრთხის შემცველი გამოდგა“, მეთოდი არასწორად იქნა გამოყენებული და დღის წესრიგში მისი აკრძალვის საკითხი დადგა.

,,სუროგაცია, სამწუხაროდ, დიდი საფრთხის შემცველი გამოდგა“ – ლადო კახაძე
ალია

,,ქართული ოცნების” წევრი, ექიმი ლადო კახაძე ,,ბიემჯისთან” ინტერვიუში აცხადებს:

,,ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ:ყველა ქალი, ყველა ასული უფალმა იმისთვის დაბადა, რომ დედობა გამოაცდევინოს – ეს უფლისმიერი მისიაა. ამ მიზნის მისაღწევად მეცნიერებამ ყველაფერი გააკეთა და ინ-ვიტრო განაყოფიერება, რომელიც ყოველმხრივ ხელშეწყობილი უნდა იყოს, როგორც ვიცი, კვლავ ძალაში რჩება. სახელმწიფო ყოველთვის გვერდით დაუდგება ამ დიდებულ მეთოდს, რათა დედისა და მამის საერთო სიხარული ოჯახის ბედნიერების ნიმუშად იქცეს.

რაც შეეხება სუროგაციას, ეს ძალიან რთული თემაა.მსოფლიოში სულ ხუთი-ექვსი ქვეყანაა, სადაც ეს პრაქტიკაა დაშვებული, დანარჩენი მსოფლიო კი მას არ იყენებს, რადგან, სამწუხაროდ, დიდი საფრთხის შემცველი გამოდგა. სიღრმისეულმა შესწავლამ აჩვენა, რომ ერთი მხრივ, ეს კეთილშობილური ზრახვა არასწორად იქნა გამოყენებული; მეთოდი ცუდ ხელში და ცუდ გარემოში აღმოჩნდა, რამაც ურთულესი სოციალური, მორალური და ზნეობრივი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. საქართველო გამოყენებული იქნა… მაგრამ არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო – კვლევის პროცესში გამოიკვეთება ის ძირითადი არსი, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში აკრძალვის საკითხი.“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიუნდა აიკრძალოს თუ არა სუროგაცია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც?|ინტერვიუ ლადო კახაძესთან
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი: როგორც ეთიკურ-მორალური კუთხით, ასევე სამართლებრივი კუთხით მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სუროგაცია, სწორედ ამიტომაც არის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში აკრძალულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები