დავით მათიკაშვილი: როგორც ეთიკურ-მორალური კუთხით, ასევე სამართლებრივი კუთხით მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სუროგაცია, სწორედ ამიტომაც არის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში აკრძალული
დავით მათიკაშვილის განცხადებით, სუროგაცია ეთიკურ-მორალურად და სამართლებრივად საფრთხის შემცველია და ტრეფიკინგის რისკებს შეიცავს. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ეთიკურ-მორალური კუთხით, ასევე სამართლებრივი კუთხით მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სუროგაცია, სწორედ ამიტომაც არის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში აკრძალული, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ის რისკები, რაც ახლავს ამ პროცესს, სახელმწიფოს მხრიდან დაზღვეული უნდა იყოს.
„ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა არსად არ დაიშვება სუროგაცია, პირიქით დანაშაულადაც კი არის ცალკეულ ქვეყნებში მიჩნეული. საუბარია ტრეფიკინგის, ქალების ექსპლუატაციის, ორგანოთა ვაჭრობის რისკებზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაზღვეული. სტატისტიკური მონაცემებით, 95% შემთხვევაში უცხოელების მიერ გამოიყენებოდა ეს პრაქტიკა. ეს არ ეხება ინ ვიტრო განაყოფიერებას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატია"სუროგაცია მნიშვნელოვან ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს შეიცავს, მათ შორის არის ტრეფიკინგი, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა" - დავით მათიკაშვილის სუროგაციის აკრძალვაზე
სამართლებრივი კუთხით, მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სუროგაცია, სწორედ ამიტომ არის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში აკრძალული - დავით მათიკაშვილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…