პაატა ჟორჟოლიანი: როგორც ექიმი და მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ - მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ! ეს პოზიცია არ არის ემოციური გადაწყვეტილება და არც სხვისი მშობლობის სურვილის უპატივცემულობა. ეს არის ჩემი მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკით, მძიმე კლინიკური შემთხვევებითა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პროფესიული პასუხისმგებლობით ჩამოყალიბებული პოზიცია
მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი სუროგაციის აკრძალვას ემხრობა. მისი თქმით, მშობლობის სურვილმა არ უნდა გაამართლოს სხვა ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი, რომელსაც ხშირად კომერციული ინტერესები განსაზღვრავს.

„როგორც ექიმი და მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!“ - წერს სოციალურ ქსელში მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი.
როგორც ის აღნიშნავს, მისი პოზიცია არ არის ემოციური გადაწყვეტილება და არც სხვისი მშობლობის სურვილის უპატივცემულობა, არამედ ეს არის მისი მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკით, მძიმე კლინიკური შემთხვევებითა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პროფესიული პასუხისმგებლობით ჩამოყალიბებული პოზიცია.
„სუროგაცია — სიცოცხლის ფასი, რომელსაც საზოგადოება ხშირად ვერ ხედავს!!!!!
როგორც ექიმი და მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!
ეს პოზიცია არ არის ემოციური გადაწყვეტილება და არც სხვისი მშობლობის სურვილის უპატივცემულობა. ეს არის ჩემი მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკით, მძიმე კლინიკური შემთხვევებითა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პროფესიული პასუხისმგებლობით ჩამოყალიბებული პოზიცია.
მე კარგად მესმის, რას ნიშნავს უშვილობა და რამდენად დიდია ადამიანისთვის მშობლად გახდომის სურვილი. მაგრამ ერთი ადამიანის მშობლობის სურვილი არ უნდა იქცეს მეორე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის გამართლების საფუძვლად.
მინდა პირდაპირ მივმართო სუროგაციის მომხრეებს:
გინახავთ ოდესმე მომაკვდავი ქალი სამშობიარო ბლოკში?
გინახავთ ქალი, რომელსაც მასიური სისხლდენის გამო სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფოდ ვაცლით საშვილოსნოს?
გინახავთ რეანიმაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომლის გადარჩენისთვისაც ექიმების მთელი გუნდი იბრძვის?
გინახავთ მისი ოჯახის წევრების თვალები, როდესაც მათ არ იციან, ცოცხალი დაბრუნდება თუ არა დედა, მეუღლე, შვილი?
ჩვენ, მეან-გინეკოლოგებს ეს ყველაფერი გვინახავს!
ჩვენ არაერთი ქართველი და უცხოელი სუროგატი ქალის სიცოცხლის გადარჩენისთვის გვიბრძოლია. ეს არ არის თეორიული მსჯელობა. ეს არის ჩვენი ყოველდღიური პროფესიული პასუხისმგებლობა და ზოგჯერ უმძიმესი ბრძოლა ადამიანის სიცოცხლისთვის.
განსაკუთრებით საგანგაშოა შემთხვევები, როდესაც ემბრიონი გადააქვთ ქალებში, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ ორი ან მეტი საკეისრო კვეთა, აქვთ საშვილოსნოზე ნაწიბური, მძიმე სომატური დაავადებები ან ორსულობისთვის სხვა მნიშვნელოვანი რისკფაქტორები.
ასეთი ქალების ორსულობა განსაკუთრებულ სამედიცინო შეფასებასა და მეთვალყურეობას მოითხოვს.
ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა პლაცენტის პათოლოგიური შეზრდა — Placenta Accreta Spectrum (PAS), მათ შორის placenta increta და placenta percreta.
ამ დროს პლაცენტა შეიძლება ღრმად შეიჭრას საშვილოსნოს კედელში და ზოგჯერ მის ფარგლებსაც გასცდეს, დააზიანოს შარდის ბუშტი და სხვა მიმდებარე ორგანოები.
შედეგი შეიძლება იყოს კატასტროფული სისხლდენა, მასიური სისხლის გადასხმის აუცილებლობა, მრავალსაათიანი ოპერაცია, რეანიმაციული მკურნალობა და საშვილოსნოს დაკარგვა.
ზოგჯერ ქალი სიცოცხლეს ინარჩუნებს, მაგრამ კარგავს საშვილოსნოს და მომავალში საკუთარი შვილის გაჩენის შესაძლებლობას. ზოგჯერ კი მისი გადარჩენაც ვერ ხერხდება.
სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ პლაცენტის პათოლოგიური შეზრდის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის წინა საკეისრო კვეთები, განსაკუთრებით, პლაცენტის წინმდებარეობასთან ერთად. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მიღებულ ორსულობებშიც აღწერილია ამ გართულების მომატებული რისკი.
ამიტომ დაუშვებლად მიმაჩნია, როდესაც ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი დგება.
არსებობს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი — ბავშვის უფლებები.
რა ხდება, როდესაც ბავშვი ნაადრევად იბადება, მძიმე მდგომარეობაშია ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მისი მიღება განზრახულ მშობლებს აღარ სურთ?
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…