პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რეგიონებში გაზის 30 საათით გათიშვა გადაიდო

საქართველოს რეგიონებში დაგეგმილი გაზის 30 საათით გათიშვა გადაიდო; გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, სამუშაოები შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დროს ჩატარდება.

რეგიონებში გაზის 30 საათით გათიშვა გადაიდო
რადიო თავისუფლება

სამუშაოები არსებულ მაგისტრალურ გაზსადენთან ახალი გაზსადენის მიერთებას უკავშირდებოდა. კომპანიის განმარტებით, ეს სტაბილური გაზმომარაგებისთვის იყო საჭირო.

თავდაპირველი გეგმით, გაზის მიწოდება 24 ნოემბერს, 04:00 საათზე უნდა შეწყვეტილიყო, მისი ეტაპობრივი აღდგენა კი 30 საათის შემდეგ, 25 ნოემბერს, 10:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. გაზის გათიშვის გეგმას სოციალურ ქსელებში მოსახლეობის კრიტიკა მოჰყვა.

„სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, – აცხადებენ გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში.

გათიშვა იგეგმებოდა კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, დაბა ბაკურიანში.

დასავლეთ საქართველოში გათიშვა შეეხებოდა საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, ასევე აჭარას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოდასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო
  2. POSTVსამთავრობოდასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები