პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე : “დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უფრო უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებით ისარგებლებს, მაგისტრალურ ქსელზე ავარიული გათიშვების რისკი კი ფაქტობრივად განულდება – მოსახლეობისთვის 24-25 ნოემბერს შექმნილი დროებითი დისკომფორტი ამ მნიშვნელოვანი პროექტის აუცილებელი ტექნიკური ეტაპია”

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი მონაკვეთის მიერთების გამო, 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.

გია აბაშიძე : “დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უფრო უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებით ისარგებლებს, მაგისტრალურ ქსელზე ავარიული გათიშვების რისკი კი ფაქტობრივად განულდება – მოსახლეობისთვის 24-25 ნოემბერს შექმნილი დროებითი დისკომფორტი ამ მნიშვნელოვანი პროექტის აუცილებელი ტექნიკური ეტაპია”
POSTV

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უფრო უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებით ისარგებლებს, მაგისტრალურ ქსელზე ავარიული გათიშვების რისკი კი ფაქტობრივად განულდება”,-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისი თქმით, სწორედ ამ შედეგის მისაღწევად ხორციელდება გაზსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება

„მოსახლეობისთვის 24-25 ნოემბერს შექმნილი დროებითი დისკომფორტი ამ მნიშვნელოვანი პროექტის აუცილებელი ტექნიკური ეტაპია, რომლის შედეგიც წლების განმავლობაში აისახება გაზმომარაგების საიმედოობაზე.

საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე უკვე აშენებული 20-კილომეტრიანი ახალი მონაკვეთი მოქმედ ქსელს შეუერთდება. ეს ნიშნავს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა სრულფასოვნად ჩაერთვება გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიწოდების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას გააძლიერებს.

მოდერნიზაცია ამით არ დასრულდება. 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია ქობულეთის განშტოების კიდევ 25-კილომეტრიანი ახალი მონაკვეთის მიერთებაც, რაც აჭარის რეგიონის უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს. ორივე პროექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით განხორციელებული ინფრასტრუქტურული განახლების ნაწილია.

ახალი მილსადენების მოქმედ ქსელთან მიერთება რთული საინჟინრო პროცესია, რომელიც უსაფრთხოების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს. სწორედ ამიტომ, სამუშაოების პერიოდში გაზის მიწოდების დროებითი შეჩერება აუცილებელია. მათი დაგეგმვისას გათვალისწინებულია როგორც ტექნიკური მომზადება, ისე მეტეოროლოგიური პირობები, რათა მოსახლეობისთვის შესაძლო დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს“, – წერს ანალიტიკოსი.

გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ბაკურიანს, ასევე დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს და აჭარის რეგიონს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგია აბაშიძე : დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უფრო უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებით ისარგებლებს, მაგისტრალურ ქსელზე ავარიული გათიშვების რისკი კი ფაქტობრივად განულდება - მოსახლეობისთვის 24-25 ნოემბერს შექმნილი დროებითი დისკომფორტი ამ მნიშვნელოვანი პროექტის აუცილებელი ტექნიკური ეტაპია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
24 ნოემბერს გაზი გაითიშება აჭარასა და მთელ დასავლეთ საქართველოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები