პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ის წარმომადგენლებმა მუხათგვერდის სასაფლაოზე პატივი მიაგეს სპეცრაზმელ ივანე გოლაშვილის ხსოვნას, რომელიც ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა
რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველმა მოადგილემ გიორგი ბახუაშვილმა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა თამაზ შუბითიძემ, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

სასაფლაოზე გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

ივანე გოლაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო, რომელიც თბილისში, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სპეცრაზმელი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით "მამაცობისთვის".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა - უწყების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მის ხსოვნას პატივი მიაგეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა - უწყების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მის ხსოვნას პატივი მიაგესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები