ივანიშვილის დაცვის ექს-უფროსი სუსის ახალი უფროსის პირველ მოადგილედ დანიშნეს
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაცვის ექს-უფროსი იყო და მოგვიანებით შსს-სა და სუსში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ლაშა მაღრაძე ჩაანაცვლა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. ცვლილებები მოჰყვა სუსის უფროსის პოსტზე გელა გელაძის გადადგომას და თამაზ ბორაშვილის დანიშვნას.

ამიერიდან ის ფორმალურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რიგით მეორე ფიგურაა.
გიორგი ბახუაშვილი, - რომელიც ივანიშვილთან მუშაობისას ამოწმებდა ივანიშვილისთვის განკუთვნილ წყლიან ჭიქას, გარემოს, სადაც ის უნდა მისულიყო, - 2026 წლის ივნისში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დაინიშნა.
2026 წლის 6 ივლისიდან ბახუაშვილი გადაიყვანეს სუსის უფროსის, გელა (გეკა) მოადგილედ გადაიყვანეს.
2026 წლის 14 სექტემბერს გელა გელაძე სუსის უფროსის პოსტიდან გადადგა და შსს-ში, - სადაც 11 თვის განმავლობაში მინისტრის პოსტს იკავებდა, - მინისტრის მოადგილედ დაბრუნდა.
16 სექტემბერს სუსის უფროსად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცეს.
17 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის ყოფილი მცველი, გიორგი ბახუაშვილი სუსის უფროსის მოადგილის პოსტიდან დააწინაურეს და პირველი მოადგილე გახდა.
17 სექტემბერსვე გაირკვა, რომ ლაშა მაღრაძე, - რომელიც ბახუაშვილმა ჩაანაცვლა, იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ გადაიყვანეს.
2023-2026 წლებში ბახუაშვილი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირების დაცვის სამმართველოს განყოფილების უფროსია.
დროის ამ შუალედში ის ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებსაც იცავდა.
რადიო თავისუფლების რეპორტიორებს ის სამჯერ ჰყავთ გადაღებული 2024 და 2025 წლებში არჩევნებზე, სადაც ის ივანიშვილს ახლავს საარჩევნო უბანზე და „ქართული ოცნების“ ბოლო წინასაარჩევნო დიდ შეკრებაზეც, რუსთაველზე, სადაც ის ივანიშვილის გამოსვლის წინ, ტრიბუნასთან მიტანილ წყლიან ჭიქას ამოწმებდა.
წინა წლებში, 2023-ში, მაგალითად, ბახუაშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობს (I მთავარი სამმართველოს I სამმართველოს III განყოფილების III ქვეგანყოფილების უფროსია).
2021-2023 წლებში - დაცვის პოლიციაში (მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკური პირების დაცვის სამმართველოს განყოფილების ინსპექტორია).
2021-ში - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოშია უფროსი ინსპექტორი.
2017-2021 წლებში - შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკური პირების დაცვის სამმართველოს განყოფილების ინსპექტორია.
2007-2017 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.