პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რუსული „ტრანსნეფტის“ სადგურზე ისევ შეტევა იყო - მეორედ ბოლო ხუთ დღეში

თათრეთში, „ტრანსნეფტის“ ნავთობის საქაჩ სადგურ „კალეიკინოზე“ ბოლო ხუთ დღეში მეორე შეტევა განხორციელდა. რუსული მხარის ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე ობიექტი, თუმცა მსხვერპლი არ არის.

რუსული „ტრანსნეფტის“ სადგურზე ისევ შეტევა იყო - მეორედ ბოლო ხუთ დღეში
რადიო თავისუფლება

ქალაქ ალმეტიევსკსა და მის მეზობელ სოფელ კალეიკინოს შორის ნავთობის საქაჩი სადგური „კალეიკინო" აქვს რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართულ კომპანიას, ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიერ დასანქცირებულ „ტრანსნეფტს“.

თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, რომელიც 23 ნოემბერს დილით გაავრცელეს რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა, ალმეტიევსკის მახლობლად ნავთობის რეზერვუარებზე შეტევის შედეგად „დაზიანებულია რამდენიმე ობიექტი. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან”. ოფიციალურ ცნობაში კონკრეტულად „კალეიკინო" ნახსენები არ ყოფილა.

მონიტორინგის უკრაინული არხების, Supernova+-ის და Exilenova+-ის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სადგურ „კალეიკინოს" დაარტყეს. თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე ეს დაადასტურა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნიდან დაახლოებით 1300-ს კილომეტრში მდებარე „კალეიკინოს” 2026 წლის 19 ნოემბერსაც დაარტყეს.

„ტრანსნეფტის“ ეს სადგური რუსეთის მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ტერმინალები და ტრანსპორტირების მარშრუტებია.

რუსეთის ხელისუფლება უკრაინის შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.

უკრაინა აცხადებს, რომ მსგავსი დარტყმები არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და პასუხი უკრაინელების დახოცვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთში შეტევა იყო „ტრანსნეფტის“ ნავთობის საქაჩ სადგურზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები