პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი საყოველთაო არჩევნები 29 ნოემბერს დანიშნა. გადაწყვეტილება კორუფციული სკანდალების, მიგრაციული კრიზისისა და პარლამენტში საცხოვრებლის კრიზისის შესაჩერებელი კანონპროექტების ჩავარდნის ფონზე იქნა მიღებული.

პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა
რუსთავი 2

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩებმა ვადამდელი საყოველთაო არჩევნები 29 ნოემბერს დანიშნა - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

კორუფციული სკანდალებისა და სეუტას მიგრაციული კრიზისის ფონზე პრემიერ-მინისტრის წასვლა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც პარლამენტმა საცხოვრებლის კრიზისის შესაჩერებლად წარდგენილი ორივე საკვანძო კანონპროექტი ჩააგდო.

აღნიშნულ ინიციატივებს წინ უძღოდა ქვეყნის მასშტაბით დაწყებული მასობრივი პროტესტი, რომელიც 87 წლის მარიკარმენ აბასკალის ბინიდან გამოსახლებამ გამოიწვია.

როგორც მედია წერს, სანჩესი ცდილობს, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის კრიზისი და საარჩევნო ველი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს და ამომრჩეველს ალტერნატივა შესთავაზოს. თუმცა, მიმდინარე გამოკითხვებით, "სახალხო პარტია“ 34%-ით ლიდერობს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სავარაუდოდ ულტრამემარჯვენე "ვოქსთან" 18%-ით შექმნის კოალიციას.

მიმართვაში სანჩესმა ამომრჩევლებს მოუწოდა, არ დაუჭიროან მხარი "ულტრამემარჯვენე ტალღას" და ხაზი გაუსვა თავისი მთავრობის ეკონომიკურ წარმატებებს, მათ შორის ევროკავშირში ყველაზე სწრაფ ზრდასა და მწვავე ენერგიტიკაში ინვესტიციებს.

მიუხედავად ამისა, მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი საცხოვრებელი ხარჯების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რის დასაძლევადაც პრემიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერას ითხოვს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. POSTVსამთავრობოესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა • POSTV
  2. ფორმულაოპოზიციურიპედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიესპანეთში მასობრივ პროტესტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა
  4. BM.GEოპოზიციურირატომ დანიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნები?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
BBC - ესპანეთში გარდაიცვალა ხანდაზმული ქალი, რომლის გამოსახლებამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები