პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“პატრიარქსაც ექნება აუცილებლობა, რომ თავისი სიტყვა თქვას” – ზურაბიშვილი

ქართული ოცნებასაპატრიარქო

სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ფარისევლების ჯგუფი უწოდა და განაცხადა, რომ მათ ეკლესია და მრევლი მხოლოდ საარჩევნო ინსტრუმენტად სჭირდებათ.

“პატრიარქსაც ექნება აუცილებლობა, რომ თავისი სიტყვა თქვას” – ზურაბიშვილი
ალია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ოცნებას“ ფარისევლების ჯგუფი უწოდა და თქვა, რომ მათ მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის დროს სჭირდებათ ეკლესია და მრევლი, როგორც მათი საარჩევნო ინსტრუმენტი.

მთავარი გზავნილი ამ ყველაფრის არის ის, რომ დროა ცვლილებების, მეუფე იობი არის გამხმოვანებელი იმ ყველაფრის რასაც ვგრძნიბთ ქალაქსა თუ სოფლებში, ამის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

[ოცნება] არიან მთელი ჯგუფი ფარისევლების, ეს ყველამ იცის. ყველა ვხედავთ იმას, რომ ეკლესიაში იწყებენ სიარულს იმ დროს, როცა მოდიან ხელისუფლებაში და როგორც კი გადიან, ასევე გადიან ეკლესიიდან. ეს სჭირდებოდათ როგორც ერთ-ერთი მათი საარჩევნო ინსტრუმენტი, იმიტომ რომ მრევლის ხმა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ, რაღაც მომენტამდე, ვიდრე ეკლესია ხმას არ ამოიღებდა, ამით თვითონაც კარგად სარგებლობდნენ, მაგრამ ეს დრო მთავრდება, დრო არის ცვლილებების, დრო არის იმის, რომ არ შეიძლება ეკლესია ყველაფერზე გაჩუმდეს, ამას გვეუბნება მეუფე იობი. ახლა საინტერესო იქნება, როგორ მიუდგება საპატრიარქო და პატრიარქი ამ ახლა განწყობას ეკლესიაში, რომელიც არ არის მხოლოდ მეუფე იობის. ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს მღვდლებში გავრცელებულია. ყველა ყველაფერს ხედავს, როცა სიმართლე ითქმება, ის ვეღარ დაიმალება. ეს სიმართლე მივა პატრიარქამდე და მასაც ექნება აუცილებლობა, რომ თავისი სიტყვა თქვას. მინიშნებები არის, რომ დაიწყო უკვე ზოგ საკითხზე ხმის ამოღება, ვნახოთ, როგორ იქნება მისი პოზიცია, ამ გამოწვევაზე, რომლეიც დგას არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ ეკლესიის წინაშე, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები