,, ქოცები ხელს მოაწერენ ყველაფერზე რაც ივანიშვილის ოჯახს დაეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში” – ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლება ხელს მოაწერს ყველაფერზე, რაც ივანიშვილის ოჯახს ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება, ხოლო სუროგაციის, მკაცრი ნარკოპოლიტიკისა და აზარტული თამაშების აკრძალვის უკან საპატრიარქო დგას.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სუროგაციის აკრძალვაზე:
,,სუროგაციის აკრძალვის შედეგი იქნება მხოლოდ უშვილოდ დარჩენილი მეტი ოჯახი, მეტი უცხოეთში გადახვეწილი ქართველი, მეტი ტრაგედია
‘მკაცრი ნარკოპოლიტიკის’ შედეგებია ნარკოტიკების მოხმარების რომანტიზება, ინტრავენური მოხმარების ზრდა, ზედოზირებით გარდაცვალებები, სინთეტიკური ნარკოტიკების მოხმარების ზრდა ახალგაზრდებში თანმდევი გაუთვლელი შედეგებით, ‘სააფთიაქო ნარკომანიის’ ზრდა, ათასობით უდანაშაულო ადამიანი ციხეში, ათობით ათასი პრობაციაზე მყოფი ადამიანი, რომლებსაც საბჭოთა ‘მენტები’ ხან ‘ინფორმატორებად’ ამუშავებენ, ხან ტიტუშკებად და ხან ‘კარუსელებში’ ხმის მიმცემებად
აზარტული თამაშების / ტოტალიზატორების აკრძლვის შედეგები იქნება ამ
ბაზრის ნაწილის იატაკქვეშეთში გადასვლა (ძირითადად მაინც ონლაინ დარჩება) და კრიმინალური გარჩევები (ეკონომიკური ეფექტი რომ დავიკიდოთ, რომელიც სულაც არაა მხოლოდ ‘ვიღაცეები მდიდრდებიან’)
სამივე არის ბოროტება, არა მხოლოდ იმიტომ რომ ადამინის თავისუფლებას ზღუდავს და სახელმწიფოს უშვებს იქ სადაც მისი საქმე არაა, არამედ იმიტომაც რომ მხოლოდ ნეგატიური შედეგები მოაქვს
წლებია ამ ყველაფრის უკან ამ
ქვეყანაში დგას საპატრიარქო ან ცალკეული სასულიერო იერარქები
ქოცები ხელს მოაწერენ ყველაფერზე რაც ივანიშვილის ოჯახს დაეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში
ყველაფერზე
მაგრამ როგორ შეიძლება უბედურების ამ მასშტაბს ხედავდე და გჯეროდეს რომ ადამიანებისადმი ასეთი დამოკიდებულება ქრისტიანულია?
როგორ შეიძლება ახლადშექმნილ ოჯახს ართმევდე შვილის ყოლის შესაძლებლობას და გჯეროდეს რომ ეს უნდა ღმერთს?
როგორ შეიძლება მართლა გაღელვებდეს ნარკოტიკების პრობლემა და გჯეროდეს რომ ფონიჭალაში ჩატარებული 3946-ე სპეცოპერაცია აღმოფხვრის მას?
როგორ შეიძლება ინტერნეტის, დარქნეტის, ბლოქჩეინის და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გჯეროდეს რომ აზარტული თამაშის რეკლამის აკრძალვით მოაგვარებ ლუდომანიის პრობლემას?
როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ასე ზედაპირულად უყურებდე და თან ხალხს მოძღვრავდე?
სახარების კითხვა კარგია, მაგრამ იქნებ არაა საკმარისი და სხვა რაღაცეებიცაა წასაკითხი?
თუ რა თქმა უნდა ქოცებთან უკეთესი პირობებით ‘დილი’ არაა მიზანი“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…