პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

,, სარწმუნოება არ იქნება სამართლიანი იქ, სადაც სხვისი ტკივილი პრინციპების დასამტკიცებლად გამოიყენება, ხოლო სხვისი უბედურება — შემოსავლის წყაროდ” – პეტრე კოლხი

საპატრიარქო

პეტრე კოლხი ხელისუფლებასა და საპატრიარქოს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სუროგაცია აიკრძალა, მაშინ როცა აზარტული თამაშებიდან შემოსავლის მიღებას ორივე მხარე აპირებს.

,, სარწმუნოება არ იქნება სამართლიანი იქ, სადაც სხვისი ტკივილი პრინციპების დასამტკიცებლად გამოიყენება, ხოლო სხვისი უბედურება — შემოსავლის წყაროდ” – პეტრე კოლხი
ალია

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

,,სუროგაცია აკრძალა ხელისუფლებამ, პატრიარქ შიოს კურთხევით. ამ გადაწყვეტილებით კი უამრავ უშვილო ოჯახს უკანასკნელი იმედი წაართვეს — იმედი, რომელიც მათთვის უბრალოდ სამედიცინო შესაძლებლობა კი არა, მშობლობის ერთადერთი შანსი იყო.

სამაგიეროდ, აზარტული თამაშები არ აკრძალულა. უფრო მეტიც, ამ სფეროდან შემოსავლის მიღებას მთავრობის წევრებთან ერთად საპატრიარქოც აპირებს.

და აქ ჩნდება ყველაზე მტკივნეული კითხვა: სად არის ეკლესიის ის პრინციპულობა, როდესაც საქმე აზარტულ თამაშებს ეხება?

სწორედ აზარტული თამაშების გამო უამრავი ქართული ოჯახი დღემდე ჯოჯოხეთს გადის. ადამიანები კარგავენ დანაზოგს, სახლ-კარს, ღირსებას, ოჯახებს. ზოგი ვალებში იხრჩობა, ზოგი ქუჩაში აღმოჩნდება, ზოგს კი ფსიქოლოგიური ტკივილი იმდენად ანადგურებს, რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

ეს არ არის გამოგონილი საფრთხე — ეს არის ადამიანების დანგრეული ცხოვრება, ოჯახური ტრაგედიები და საზოგადოებრივი უბედურება.

სუროგაციის აკრძალვისას მორალური პრინციპები კატეგორიულად იქნა გამოყენებული, მაგრამ რატომ არ აღმოჩნდა იგივე სიმკაცრე მაშინ, როდესაც საუბარია აზარტულ თამაშებზე, რომლებიც ადამიანებს დამოკიდებულების, სიღარიბისა და თვითგანადგურების უფსკრულში მიაქანებს?

რატომ არის ეკლესიისთვის მიუღებელი ერთი ადამიანის მშობლობის იმედი, მაგრამ მისაღებია შემოსავალი იმ სფეროდან, რომელიც ათასობით ადამიანის ცხოვრებას ანადგურებს?

როდესაც ადამიანის სიცოცხლეზე, ოჯახზე და მომავალზეა საუბარი, მორალი შერჩევითი ვერ იქნება.

სარწმუნოება არ იქნება სამართლიანი იქ, სადაც სხვისი ტკივილი პრინციპების დასამტკიცებლად გამოიყენება, ხოლო სხვისი უბედურება — შემოსავლის წყაროდ.

და თუ ეკლესიას საზოგადოების ზნეობრივი წინამძღოლობის პრეტენზია აქვს, მაშინ მას ყველაზე მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემაც უნდა შეეძლოს.

რადგან ყველაზე დიდი სულიერი მარცხი ის კი არ არის, როდესაც ადამიანს იმედს ვერ აძლევ, არამედ ის, როდესაც მის სასოწარკვეთილებაში საკუთარ სარგებელს ხედავ.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, ქოცები ხელს მოაწერენ ყველაფერზე რაც ივანიშვილის ოჯახს დაეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში” – ზურაბ ჯაფარიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები