პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ახლა საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ ამ მაუწყებელში, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანი რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ

ტელეიმედინაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა სპეცრაზმით შემოვარდნის საშუალება არ აქვს, თუმცა უსაფუძვლოდ „იმედის“ დახურვის რეალურ მიზანს უჭერს მხარს. მისი თქმით, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ისინი ტელევიზიაში ისევ სპეცრაზმით შეიჭრებიან.

არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ახლა საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ ამ მაუწყებელში, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანი რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ
იმედინიუსი

7 ნოემბერს ნიკა გვარამია პროკურორი რომ იყო და მას რომ არ მოეწონა „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა, ადგნენ და შემოვარდნენ სპეცრაზმით „იმედის“ ტელევიზიაში და ქვა-ქვაზე არ დატოვეს ამ შენობაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

„ახლა ამბობს [გვარამია] რომ ის მედიები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს და რომლებიც თავისუფალ სიტყვას წარმოადგენენ, გაჩერდეს.

ახლა საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ ამ მაუწყებელში, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანიც რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ.

ხელისუფლებაში რომ მობრუნდნენ, ისევ სპეცრაზმით შემოვარდებიან, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არ ისმოდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე - რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ - მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალები არიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები