პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველო გლოვობს - ტრაგედია, რომელმაც შეძრა საქართველო. „ტელეიმედის“ სამძიმარი და „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ტელეიმედი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული 6 ადამიანიდან სამი დაკრძალეს; ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია, რაზეც გადაცემა „იმედის კვირაში“ ირაკლი ჩიხლაძემ ისაუბრა.

საქართველო გლოვობს - ტრაგედია, რომელმაც შეძრა საქართველო. „ტელეიმედის“ სამძიმარი და „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
იმედინიუსი

საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ - ყველგან, სადაც ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშაა აღმართული, დღეს დაშვებულია, ჩვენ ვგლოვობთ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას, რომელიც ფონიჭალის ტრაგედიის შემდეგ 24-საათიან რეჟიმში დაუღალავად შრომობდა.

„ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 გარდაცვლილიდან სამი დღეს დაკრძალეს.

მაშველებმა ნანგრევებიდან სამი წლის თაიას ცოცხლად ამოყვანა შეძლეს - მხოლოდ ეს ეპიზოდია 19 ნოემბრის იმედის სხივი. ყველამ ერთად ვიხილეთ მაშველების გმირული თავგანწირვა და დაუღალავი შრომა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისთვის. მათ ეს შეძლეს, მადლობა ბიჭებს.

მადლობა ყველა უწყებას, ვინც 24-საათიან რეჟიმში დაუღალავად შრომობდა და იბრძოდა უსაფრთხოებისთვის. უმძიმესი დღეებია...

„ტელეიმედის“ სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე ყველას, ვინც ამ ტრაგედიას განიცდის და ეს ტკივილი გულთან ახლოს მიაქვს.

ნუგეშისთვის შესაფერისი სიტყვები არ არსებობს... ყოველ შემთხვევაში, მე ვერ მოვიძიე. ის, რაც ვიხილეთ, არასოდეს დაგვავიწყდება. არ დავივიწყებთ იმ ექვს ადამიანს, რომელთა სიცოცხლეც ამ უმძიმესმა ტრაგედიამ შეიწირა. უფალმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. ძალა და გამძლეობა ჭირისუფალს“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

ნახეთ საბა ხვიჩიას სპეციალური რეპორტაჟი - ტრაგედია, რომელმაც შეძრა საქართველო.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები