პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

22 ნოემბერი, გლოვის დღე საქართველოში - რამდენიმე საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვება

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო, რასაც 6 ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტრაგედია, რომელმაც ქვეყანა შეძრა - ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, დაღუპულთა ოჯახების ტკივილს ყველა იზიარებს. უსინათლოთა დასახლებაში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქების შედეგად 6 ადამიანი, მათ შორი ორი მცირეწლოვანი დაიღუპა, დილიდან ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ. ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები დაღუპულებს იხსენებენ.

რამ გამოიწვია ძლიერი აფეთქება? - კითხვაზე ოფიციალური პასუხის გასაცემად, დღესაც შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები მუშაობდნენ. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების ეტაპი, დასრულებულია გაწმენდითი სამუშაოები.

მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე მეხანძრე-მაშველებიც იმყოფებოდნენ. მათ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მოსახლეობა კორპუსში შეჰყავდათ და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებოდნენ.

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. რამდენიმე საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვება, დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება, შეიცვლება სატელევიზიო ბადეები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოფონიჭალაში აფეთქების ეპიცენტრი ისევ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები
  2. რუსთავი 2სამთავრობოფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან და გარდაცვლილთა ხსოვნას სიმბოლურად პატივს მიაგებენ
  3. რუსთავი 2სამთავრობოტრაგედიის მესამე დღე - მოქალაქეები ფონიჭალაში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ, ქვეყანა კი სამძიმრის წერილებს იღებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლ ფაშინიანი – მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ამ მძიმე პერიოდში სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები