საზოგადოება · 19 ნოემბერი, 18:42
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს
ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს, სამძებრო სამუშაოები კი კიდევ 3 პირის მიმართ გრძელდება.

ფონიჭალაში, სადაც დილით საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დაადასტურა.
მანამდე ნანგრევებიდან ორი ცხედარი იყო ამოყვანილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
ახლა მაშველები დანარჩენ 3 პირს ეძებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…