პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის 45-მილიარდიანი ახალი სესხის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებს

სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს განცხადებით, ბრატისლავა უკრაინისთვის ევროკავშირის 45-მილიარდიანი სესხის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებს და ბერლინის მხრიდან ზეწოლას არ დაემორჩილება.

რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის 45-მილიარდიანი ახალი სესხის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებს
რუსთავი 2

სლოვაკეთი უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის 45 მილიარდი ევროს მოცულობის საკრედიტო პროგრამის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, ბრატისლავა კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გაგრძელებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრატისლავა არც უკრაინისთვის განკუთვნილი წინა, 90 მილიარდი ევროს მოცულობის საკრედიტო პროგრამას შეერთებია. მისი თქმით, ქვეყანა პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

მანამდე, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის დაბლოკვის შესაძლებლობაც არ გამორიცხა.

მერცის თქმით, ეს შესაძლოა იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა არ აიღებს ვალდებულებას, 2027 წელს და მომდევნო პერიოდში უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს.

ფიცო ამ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბერლინის მხრიდან ზეწოლას არ დაემორჩილება.

ამასთან, მან განაცხადა, რომ სლოვაკეთი კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს, თუმცა, უკრაინის სამხედრო დაკრედიტებაში მონაწილეობას მიზანშეუწონლად არ მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ ომის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურისლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის €45-მილიარდიან სესხში მონაწილეობას არ მიიღებს - რობერტ ფიცო
  2. იმედინიუსისამთავრობოფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ახალი სესხის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერები გერმანიის კანცლერს აკრიტიკებენ უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები