ირაკლი კირცხალია რუსეთთან ურთიერთობაზე: ნებისმიერ ფორმატში ვისაუბრებთ, ნებისმიერ რამეზე ვისაუბრებთ ერთი მთავარი დათქმითა და პირობით - როდესაც ჩვენ დავსხდებით და დავიწყებთ დეოკუპაციაზე მსჯელობით, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რუსეთთან დიალოგის წინაპირობა დეოკუპაციაზე მსჯელობაა, რადგან რუსეთი ოკუპანტია. მან ეს მიხაილ გალუზინის განცხადების პასუხად თქვა, რომელმაც გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა დადებითად შეაფასა.

ირაკლი კირცხალია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი დიალოგის რეგულარულობაზე ილაპარაკა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ მოსკოვთან უფრო ღრმა დიალოგის წინაპირობა საქართველოს დეოკუპაციაზე მსჯელობა იქნება.
„როდესაც დიპლომატიური კუთხით რაიმე ურთიერთობაზეა ლაპარაკი, ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ნებისმიერ ფორმატში ვისაუბრებთ, ნებისმიერ რამეზე ვისაუბრებთ ერთი მთავარი დათქმითა და პირობით - როდესაც ჩვენ დავსხდებით და დავიწყებთ დეოკუპაციაზე მსჯელობით, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი. ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენ და ძალიან კარგად იციან მათაც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამას არ აღიარებენ“, - აღნიშნა კირცხალიამ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა 19 ნოემბერს მინსკში პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…