პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ღიმილისმომგვრელია თითოეული მათი მცდელობა, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს და დარჩნენ იმ სცენარში, რომლითაც წლების განმავლობაში ცდილობენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ სხვადასხვა ძალას წარმოადგენდნენ

საკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი კირცხალია საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის პროცესს ოპოზიციის „ლუსტრაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მათი ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობები ღიმილისმომგვრელია.

ირაკლი კირცხალია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ღიმილისმომგვრელია თითოეული მათი მცდელობა, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს და დარჩნენ იმ სცენარში, რომლითაც წლების განმავლობაში ცდილობენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ სხვადასხვა ძალას წარმოადგენდნენ
იმედინიუსი

ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე საუბრისას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ღიმილისმომგვრელს უწოდებს პარტიების წარმომადგენელთა მცდელობებს, გაემიჯნონ ერთმანეთს.

„ჩემთვის პირადად და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის, ყოველდღიურად არის ლუსტრაცია ამ აგენტურის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლდება. ღიმილისმომგვრელია თითოეული მათი მცდელობა, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს და დარჩნენ იმ სცენარში, რომლითაც წლების განმავლობაში ცდილობენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ სხვადასხვა ძალას წარმოადგენდნენ. ღიმილისმომგვრელი, როდესაც შემდეგ გამოვა მათი ადგილზე მყოფი ბელადი - ბატონი გვარამია და თითოეულ გზააცდენილ დანაყოფს შემდეგ შეახსენებს, რომ თურმე ისინი ერთი ორგანიზმი არიან. შემდეგ მათ სულიერი მამა - ბატონი სააკაშვილი გამოვა სასამართლოს დარბაზიდან და ასევე დაუწუნებს რომელიმე დანაყოფს პასუხის გაცემას თუ კითხვის დასმას. ბევრი ფრთიანი კითხვის, განცხადების, პასუხის გახსენება შემიძლია. ალბათ ვინმე შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებს მათ კითხვა-პასუხებსა და უტიფრობაზე, რომელსაც ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან გვთავაზობენ“, - განაცხადა კირცხალიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კირცხალია ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე: სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები