საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტექნიკური დირექტორი: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დაასრულა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ლეხურა-სვანეთის ახალი 20-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესი
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ლეხურა-სვანეთის 20-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება დაასრულა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დაასრულა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ლეხურა-სვანეთის ახალი 20-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესი, - აცხადებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტექნიკური დირექტორი შალვა კიკნაველიძე.
მისი თქმით, ახლად აშენებული მონაკვეთი გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ქსელში ჩართვისთვის უკვე გადაეცა.
„აღნიშნული ახლად აშენებული მონაკვეთი გადაეცა გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შემდგომში ქსელში ჩართვისა და ინტეგრირებისთვის. კორპორაცია აქტიურად ახორციელებს ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობას, რომელიც მომავალში გააუმჯობესებს რეგიონების საიმედო, უწყვეტ და უსაფრთხო გაზმომარაგებას“, - აცხადებს შალვა კიკნაველიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…