ლისაბონში ცხოვრების გაძვირების, დაბალი ხელფასებისა და საცხოვრებლის კრიზისის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ლისაბონში გამართულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებმა ცხოვრების გაძვირება, დაბალი ხელფასები და საცხოვრებლის კრიზისი გააპროტესტეს და ხელფასებისა და პენსიების გაზრდა მოითხოვეს.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ცხოვრების გაძვირების, დაბალი ხელფასებისა და საცხოვრებლის კრიზისის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ხელფასებისა და პენსიების გაზრდა, პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების შემცირება, ასევე საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემის მოგვარება მოითხოვეს.
ევროსტატის მონაცემებით, 2025 წელს პორტუგალიაში საშუალო წლიური შემოსავალი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 37%-ით ნაკლები იყო. ქვეყანაში საცხოვრებლის ფასები 2017 წლიდან გაორმაგებულია, ხოლო ქირა თითქმის ორჯერ გაიზარდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…