პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა

ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა ბენინის ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა არგენტინის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა, მესიმ კი პენალტით გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
იმედინიუსი

ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა. ამხანაგური შეხვედრა ბენინის გუნდის წინააღმდეგ არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, სტადიონ „მონუმენტალზე“ გაიმართა. ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ გოლი პენალტით გაიტანამ და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინის ნაკრებმა ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა.

შეხვედრის მეათე წუთზე - რადგან მესი მეათე ნომრით თამაშობს, მატჩი ერთი წუთით შეწყდა და არენაზე მყოფი მაყურებელი გუნდის კაპიტანს ტაშს უკრავდა. ბენინის გუნდის მოთამაშეები ამ დროს 39 წლის არგენტინელ ფეხბურთელთან მივიდნენ და ხელი ჩამოართვეს.

სულ ლიონელ მესიმ ნაკრებში 208 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 126 გოლი გაიტანა და 67 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები