პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ჯერ კიდევ მგონია, რომ კოშმარულ სიზმარში ვარ, არ მჯერა, რომ ეს ამბავი ჩვენ თავს ხდება" - ტრაგედიიდან მეოთხე დღეს, დანგრეულ კორპუსთან მოქალაქეები იკრიბებიან და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ

ქართული ოცნება

ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დანგრეულ კორპუსთან მოქალაქეები იკრიბებიან და 6 დაღუპულის ხსოვნას პატივს მიაგებენ; დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი შეუძენს.

"ჯერ კიდევ მგონია, რომ კოშმარულ სიზმარში ვარ, არ მჯერა, რომ ეს ამბავი ჩვენ თავს ხდება" - ტრაგედიიდან მეოთხე დღეს, დანგრეულ კორპუსთან მოქალაქეები იკრიბებიან და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
რუსთავი 2

დღეს ტრაგედიის მეოთხე დღეა - უსინათლოთა დასახლებაში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, დილიდან ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ. ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები დაღუპულებს იხსენებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები.

გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. 143 ადამიანი სასტუმროებშია განთავსებული. 28-ვე ოჯახს საცხოვრებელ ბინებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ოჯახი შეუძენს. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილიდან გახდა.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ადგილობრივებმა ყვავილებისა და სათამაშოების კუთხე მოაწყვეს.

"ყველას ტკივილს ვიზიარებთ, ეს კუთხეც ბავშვებმა მოვაწყვეთ, იმის გამო, რომ ჩვენი ტკივილი და განცდები გავიზიაროთ და მათაც უფრო გვერდში დავუდგეთ. დღეს გლოვის დღეა და უკვე მეოთხე დღეა, რაც აქ ვართ. იმ დღეს, როდესაც გარდაცვლილებს ეძებდნენ, მთელი ღამე აქ ვიყავით, ყველა აქ ვიყავით. ამ ყველაფრის გახსენება ძალიან რთულია. ზუსტად ცხრა წუთი რომ აკლდა ცხრას, მაგ დროს ვიყავით უკვე სკოლის ტერიტორიაზე, როდესაც აფეთქდა და უკვე როცა აქეთ გამოვედით, ყველა ჩამოსული იყო", - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

ერთ-ერთი ადგილობრივი აღნიშნავს, რომ მომხდარის რეალობის გააზრება დღემდე უჭირს.

"ძალიან მძიმეა ეს ემოციურად, ეს დღეები ძალიან რთულია ჩემთვის, მითუმეტეს ოჯახის წევრებისთვის და მინდა, ყველას თანაგრძნობა გამოვუთქვა. ყველა ერთმანეთს ძალიან ახლოს ვიცნობდით და ყველა ახლობელია ჩვენთვის. ჯერ კიდევ მგონია, რომ რაღაც კოშმარულ სიზმარში ვარ და რეალობა ვერ გავაცნობიერე ბოლომდე, არ მჯერა, ეს ამბავი რომ ჩვენ თავს ხდება ჯერ კიდევ", - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი დაშავდა.

აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, 6 დაღუპული, 5 გადარჩენილი და 15 საათიანი სამაშველო ოპერაცია - 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები