„მცოცავი ექსპანსია იქნება“ - თამარისში ადგილობრივები უცხოელებზე მიწების გასხვისებას აპროტესტებენ
მარნეულის სოფელ თამარისში მოსახლეობა ეგვიპტისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეებზე მიწების გასხვისებას აპროტესტებს და ხელისუფლებისგან მათ დაბრუნებას ითხოვს. ადგილობრივების პროტესტს მხარს უჭერს მთავარეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.

მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებას მარნეულის სოფელ თამარისში ადგილობრივები აპროტესტებენ. მოსახლეობა შიშობს, რომ ეგვიპტისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეების მიერ შეძენილი ტერიტორიები მომავალში კიდევ გაფართოვდება.
„პირველები“ თამარისში ჩავიდა და ადგილობრივებს გაესაუბრა. ისინი ხელისუფლებისგან რეაგირებასა და გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვენ. მოქალაქეების ნაწილი პროცესს „მცოცავ ექსპანსიას“ უწოდებს და აცხადებს, რომ საკუთარი მიწების დასაცავად ბრძოლას აპირებს.
ყველზე დიდი საფრთხე,რა ც მე მიმაჩნია, სავარაუდოდ, იწყება თავიდან პატარა ტერიტორიებით და ნელ-ნელა მერე სავარაუდოდ, გეგმა ის იქნება, რომ აითვისონ მთლიანად ქვემო ქართლი, ისედაც სხვის ხელშია არაპირდაპირი ომით, უბრალოდ, მიწების გასხვისებით და ვეწინააღმდეგებით ამ ყველაფერს, - ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივი ვარ, მიწას არ მიფორმებენ და ასეა, დარწმუნებული ვარ, ის მიწებიც გამზადებულია გასაყიდად. მცოცავი ექსპანსია იქნება. ჯერ ისედაც ამ რეგიონში ქართელები უმცირესობაში ვართ და ყველანაირად შევიწროება ხდება ადგილობრივი მოსახლეობის. თუ დავით აღმაშენებელი გამოჩნდა და ისევ ხმლით გაყრის ვიღაცა, ხო, მაგრამ..., - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. რაღაცეებს რომ ვამბობთ და არ გვისმენენ, მაშინ ასეთ ნაბიჯებს გადავდგამთ და რაც ჩენია, დავიცავთ. წინა საუკუნეების ისტორიამ გვაჩვენა, რომ ჩვენ ყველაფრისთის მზად უნდა ვიყოთ და უნდა დავიცვათ, - ამბობს ადგილობრივი.
„შაბათის ეთერის“ გამოძიების თანახმად, მარნეულის სოფელ თამარისში დაახლოებით 20 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ეგვიპტისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეების საკუთრებაში გადავიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნაკვეთების გასხვისება 2021 წლიდან დაიწყო. ადგილობრივები მიწების დაბრუნებას ითხოვენ. მათ პროტესტს მხარს უჭერს მარნეულისა და ჰუჯაბის მთავარეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი, რომლის ინიციატივითაც 21 ნოემბერს სადავო ტერიტორიაზე ჯვარი აღმართეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…