პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შეცვლაზე შესულმა ზურიკომ გამარჯვების გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში „რეიმსის“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა და ის ხვიჩა კვარაცხელიას სტილში აღნიშნა. „სენტ-ეტიენმა“ ამ მოგებით 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის ლიდერია.

შეცვლაზე შესულმა ზურიკომ გამარჯვების გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა
სპორტალი

ლიგა 2-ის მე-13 ტურში „სენტ-ეტიენმა“ გასვლაზე „რეიმსი“ 1:0 დაამარცხა.

გოლი 58-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ზურიკო დავითაშვილმა 61-ე წუთზე გაიტანა და ხვიჩა კვარაცხელიას სტილში აღნიშნა. მის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატის 12 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

დავითაშვილმა Flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება (7.9) მიიღო, Sofascore-სგან კი - ერთ-ერთი საუკეთესო (7.3).

„სენტ-ეტიენი“ 31 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ნანსის“ 3 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩს 28 ნოემბერს ჩაატარებს - თასის 1/64-ფინალში მესამე ლიგის „ვილფრანშს“ უმასპინძლებს.

რეიმსი. „ოგიუსტ დელონი“

რეიმსი - სენტ-ეტიენი 0:1

გოლი: დავითაშვილი (61)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები