ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის შექმნაზე - პოლიტიკური თანამდებობის პირი აღარ არის, მას აქვს უფლება კერძო საქმიანობა აწარმოოს

ქართული ოცნებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძე პოლიტიკური თანამდებობის პირი აღარ არის და მას, როგორც ყველა მოქალაქეს, კერძო საქმიანობის წარმოების სრული უფლება აქვს.

ირაკლი ქადაგიშვილი მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის შექმნაზე - პოლიტიკური თანამდებობის პირი აღარ არის, მას აქვს უფლება კერძო საქმიანობა აწარმოოს
ირაკლი ქადაგიშვილი მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის შექმნაზე - პოლიტიკური თანამდებობის პირი აღარ არის, მას აქვს უფლება კერძო საქმიანობა აწარმოოსინტერპრესნიუსი

მას აქვს უფლება, თავისი, კერძო საქმიანობა აწარმოოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის შექმნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, მამუკა მდინარაძე პოლიტიკური თანამდებობის პირი აღარაა, რაც მას კერძო სექტორში საქმიანობის სრულ უფლებას ანიჭებს.

“არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. გამომდინარე აქედან, მას აქვს უფლება, როგორც ყველა მოქალაქეს, თავისი, კერძო საქმიანობა აწარმოოს”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა. კომპანია საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია. კომპანიის დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იან წილს კი თავად მდინარაძე ფლობს. მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა. ის ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. გამომდინარე აქედან, მას აქვს უფლება, როგორც ყველა მოქალაქეს, თავისი, კერძო საქმიანობა აწარმოოს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?