ჭიკაძე UFC-ში აღარ იჩხუბებს - საქართველოს ამ ორგანიზაციაში 6 სპორტსმენი დარჩა
UFC Roster Tracker-ის ინფორმაციით, 38 წლის გიგა ჭიკაძე UFC-ში აღარ იჩხუბებს. ქართველმა სპორტსმენმა ორგანიზაციაში ჩატარებული 14 ბრძოლიდან 9 მოიგო და 5 წააგო.

UFC Roster Tracker წერს, რომ 38 წლის ქართველი სპორტსმენი გიგა ჭიკაძე UFC-ში აღარ იჩხუბებს. ჩვენებურს ზედიზედ 4 მარცხი მოუგროვდა და მოვლენებიც მსგავსი სცენარით განვითარდა.
ჭიკაძე 2019 წლის 18 სექტემბერს გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ში იჩხუბა. მან ჯამში 14 დაპირისპირებიდან 9 შემთხვევაში იმარჯვა და 5-ჯერ დამარცხდა.
საქართველოს ახლა UFC-ში 6 სპორტსმენი ეყოლება. ესენი მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, რომან დოლიძე, ლევან ჩოხელი, ოთარ თანზილოვი და ალექსანდრე თოფურია არიან. ეს უკანასკნელი თავის მორიგ დაპირისპირებას 24 წლის ამერიკელ სანტიაგო ლუნასთან გამართავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…