პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის დასკვნით მატჩში აშშ-ის გუნდი 38:10 დაამარცხა. პიერ-ანრი ბრონკანის შეგირდებმა ტურნირზე გამართული ექვსივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.

ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
სპორტალი

მსოფლიო რაგბის ერთა თასის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე აშშ 38:10 დაამარცხა.

სტუმრები საჯარიმოთი დაწინაურდნენ, რასაც „ბორჯღალოსნების“ შეტევები, ორი ლელო-გარდასახვა მოჰყვა და პირველი ტაიმი 14:3 დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენმა გუნდმა უპირატესობა გაზარდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

პიერ-ანრი ბრონკანის შეგირდებმა ტურნირზე ექვსივე დაპირისპირება მოიგეს და მონაწილეთა შორის აშკარად გამორჩეულები იყვნენ.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - აშშ 38:10

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ლუკა გოგინავა, 17. გიორგი ახალაძე, 18. ბექა გიგაშვილი, 19. მიხეილ შიოშვილი, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. თორნიკე ჯალაღონია; 22. ვასილ ლობჟანიძე, 23. თედო აბჟანდაძე.

ლელო: ივანიშვილი (2), შველიძე, ტაბუცაძე (2), პაპუნაშვილი

გარდასახვა: მატკავა (4)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები