ნიკოლ ფაშინიანი – მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ამ მძიმე პერიოდში სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე პერიოდში სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს“, – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
I extend my deepest condolences to the families of those who lost their lives in the tragic explosion in Tbilisi & wish a speedy recovery to all those injured.
🇦🇲 stands in solidarity with the Government & people of 🇬🇪 during these difficult times.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) November 20, 2026
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიანიკოლ ფაშინიანი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს - ამ მძიმე დროს სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს
ნიკოლ ფაშინიანი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს – ამ მძიმე დროს სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს“
ფაშინიანი: ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ამ მძიმე წუთებში სომხეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…