პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანდრო ჭიჭინაძე სასამართლოში გადაღების აკრძალვას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ეს რეგულირება ინფორმაციის თავისუფლებასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეწინააღმდეგება.

ანდრო ჭიჭინაძე სასამართლოში გადაღების აკრძალვას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ნეტგაზეთი

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

„ანდრო ჭიჭინაძის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ. კონსტიტუციური სარჩელი უკვე დარეგისტრირდა. სარჩელით ვასაჩივრებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია.

ანდრო ჭიჭინაძისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმე პირველი იყო, რომელზეც აღნიშნული შეზღუდვა პრაქტიკულად გავრცელდა. სასამართლოში არაერთხელ დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესების გაშუქების შესაძლებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს არცერთ ინსტანციაში მედიას არ მიეცა სასამართლო პროცესების გადაღებისა და საზოგადოებისთვის სრულყოფილად გაშუქების შესაძლებლობა.

სახელმწიფო ამ ფორმით შეეცადა, საზოგადოებისთვის დაემალა სინდისის პატიმრები და მათი სიმართლე.

მიგვაჩნია, რომ არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და დაცვის უფლებას.

ქვეყნის შიგნით გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას, ეფექტურსა თუ არაეფექტურს, რათა დავიცვათ იმ ადამიანების ინტერესები, რომელთა უფლებებიც დაირღვა“, – წერს თორნიკე მიგინეიშვილი.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სასამართლოებში გადაღების შეზღუდვა 2025 წლის ივნისში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით დაწესდა.

სასამართლოს ტერიტორიაზე, ეზოშიც კი აიკრძალა ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა.

ინფორმაციის გამოტანის ალტერნატივად ტელემედიას სასამართლოს ეზოში შესასვლელთან სხდომებზე მონაწილე და დამსწრე პირების კომენტარების ჩაწერა დარჩა. სასამართლოში მიმდინარე მოვლენების შეძლებისდაგვარად დეტალურ დოკუმენტირებას ცდილობს ონლაინ-მედია. სხვადასხვა გამოცემა, მათ შორის ნეტგაზეთი, ჩაწერისა და გადაღების აკრძალვის შემდეგ, ლაივ-ბლოგებითა და სხვა ალტერნატიული საშუალებებით ცდილობენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიანდრო ჭიჭინაძე საკონსტიტუციოში ასაჩივრებს სასამართლოებში ფოტო-ვიდეოგადაღების აკრძალვას
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სასამართლოებში გადაღების შეზღუდვას „პუბლიკა“ და „ბათუმელები“ საკონსტიტუციოში ასაჩივრებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები