სასამართლოებში გადაღების შეზღუდვას „პუბლიკა“ და „ბათუმელები“ საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ
ჟურნალისტები ნათია ამირანაშვილი და ჯაბა ანანიძე სასამართლოებში ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ და აცხადებენ, რომ იუსტიციის საბჭოსგან ნებართვას უშედეგოდ ითხოვდნენ.

მოსარჩელეები არიან ჟურნალისტები ნათია ამირანაშვილი და ჯაბა ანანიძე, რომლებიც სასამართლო თემებზე მუშაობენ და ამ აკრძალვის შემდეგ უშედეგოდ ითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ნებართვის მიღებას.
„[საბჭოსადმი] მიმართვები არ ყოფილა ზოგადი ან აბსტრაქტული ხასიათის. თითოეულ შემთხვევაში იდენტიფიცირებული იყო კონკრეტული სასამართლო, საქმე და სასამართლო სხდომა, რომლის ჟურნალისტური გაშუქების შესაძლებლობასაც მედიაორგანიზაცია ითხოვდა. აღნიშნულ მიმართვებზე მოსარჩელეებს არ მიუღიათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც კონკრეტული სასამართლო სხდომის ფოტო, ვიდეო ან აუდიოფორმით გაშუქების საკითხი არსებითად გადაწყდებოდა“, - წერია საკონსტიტუციო სარჩელში.
ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ახალი რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ უფლებას, რომლითაც „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…