პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მეუფე იობი: წარმოჩინდა [ხელისუფლების] ურწმუნოება

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აცხადებს, რომ გამოხმაურებებით ხელისუფლების ურწმუნოება და ფარისევლობა წარმოჩინდა. სასამართლომ მეუფის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და გინების გამო ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა.

მეუფე იობი: წარმოჩინდა [ხელისუფლების] ურწმუნოება
ფორმულა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტიმა იობმა ქადაგებისას კიდევ ერთხელ ისაუბრა ხელისუფლების ურწმუნობაზე. მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი სახე წარმოაჩინა.

"როცა ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლსიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა? მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით. მე კი არ შეურაცხყმყვეს მათ, არამედ ღმერთი, ეკლესია. აქედან წარმოჩინდა მათი ურწმუნოება.

ბევრს ჰგონია, რომ სანთელით დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეგ არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა. ეს არის ფარისევლობა. ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ", - თქვა მეუფემ.

მანამდე, მეუფე იობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა და ქვეყანაში ეროვნული ინტერესები არ იგრძნობა. მისი განცხადებების შემდეგ მეუფე იობი, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან, შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტი გახდა.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის სიტყვიერი შეურაცხყოფის, გინების გამო სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმეუფე იობი: რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება, თავიანთი სახე წარმოაჩინეს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მეუფე გიორგი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! - თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები