მეუფე გიორგი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! - თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს მოუწოდებს, მეუფე იობის წინაშე საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს.

მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.
მეუფე გიორგი ნაცვლიშვილს მისსავე სიტყვების გამო პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.
„მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე!
სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მითუმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!” - წერს მეუფე გიორგი ჯამდელიანი.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. სასულიერო პირი ვრცელ ქადაგებაში ამბობს, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. აღნიშნული პოზიციის გამო, მეუფე იობი ცალკეული პირების, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტი გახდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…