პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტარი ბარტულიცა: “ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ევროპის გაგება. ქრისტიანობა ევროპული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია, რომელიც უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული”

ევროპარლამენტარმა სტივენ ნიკოლა ბარტულიცამ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ისტორიის უგულებელყოფაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქრისტიანობა ევროპული იდენტობის საფუძველია, რომელიც უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული.

ევროპარლამენტარი ბარტულიცა: “ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ევროპის გაგება. ქრისტიანობა ევროპული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია, რომელიც უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული”
POSTV

ხორვატული მედია აქვეყნებს სტატიას, რომელიც ევროპარლამენტარ სტივენ ნიკოლა ბარტულიცას განცხადებებს ეხება, რომელიც მან ზაგრებში გამართულ კონფერენციაზე- „რა განსაზღვრავს ევროპას?“ გააკეთა.

ღონისძიების მასპინძელი თავად ევროპარლამენტარი იყო, რომელმაც მის გამოსვლაში მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის ხელმძღვანელობა და რამდენიმე საყურადღებო თემაზე გააკეთა აქცენტი.

ერთ-ერთი ასეთი საკითხი ევროპული იდენტობა იყო, რომ „ქრისტიანობის გარეშე ევროპის გაგება შეუძლებელია“. მას მიაჩნია, რომ ქრისტიანობა უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული.

ბარტულიცას მიაჩნია, რომ ხორვატიას შეუძლია ევროკავშირის წევრობით სარგებელი მიიღოს, თუმცა ამისთვის აუცილებელია ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების კარგად გააზრება.

მისი მტკიცებით, ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა საკმარისად არ არის დაკავშირებული მოქალაქეთა საჭიროებებთან და უგულებელყოფს ევროპის ისტორიას.

„ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ევროპის, როგორც კულტურული მთლიანობის, გაგება“, – განაცხადა ბარტულიცამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრისტიანობა ევროპული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია, რომელიც, მისი აზრით, უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული.

ქრისტიანობასთან ერთად, ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვან საფუძვლებად მან დაასახელა ძველი ბერძნული ფილოსოფია, საბერძნეთი -როგორც დემოკრატიის სამშობლო -და რომაული სამართალი. მან განსაკუთრებით გამოყო რომაული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მოქალაქეებს ხელისუფლების მიმართ გარკვეული უფლებები ჰქონდათ.

ბარტულიცა ევროპაში მემარჯვენე ძალების გაძლიერებას ელის. ის პროგნოზირებს, რომ ევროპის პოლიტიკური რუკა მალე შეიცვლება, რასაც ევროკავშირის მსხვილ წევრ სახელმწიფოებში დაგეგმილი არჩევნები განაპირობებს.

მისი აზრით, პოლიტიკური ტენდენციები მთელ კონტინენტზე მემარჯვენე და კონსერვატიული პარტიების გაძლიერებაზე მიუთითებს.

შესავალ მოხსენებაში, სახელწოდებით „რას ნიშნავს ხორვატია უპირველეს ყოვლისა?“, მან განმარტა ამ პოლიტიკური ლოზუნგის მნიშვნელობა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სლოგანს,„ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ეყრდნობა.

მისი თქმით, ახალგაზრდები სულ უფრო მეტად იზიარებენ კონსერვატიულ პოლიტიკურ შეხედულებებს.

„მათ მობეზრდათ ტყუილები, მობეზრდათ მედიამანიპულაციები, სურთ სიმართლის შესაბამისად ცხოვრება და ვფიქრობ, ეს დრო ახლოვდება“,- განაცხადა ბარტულიცამ ახალგაზრდებზე საუბრისას, რომლებიც, მისი აზრით, სულ უფრო მეტად უბრუნდებიან კონსერვატიულ ღირებულებებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. რუსთავი 2სამთავრობოევროპარლამენტარი ბარტულიცა: ევროკავშირის ხელმძღვანელობა ევროპული იდენტობის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებს არ შეესაბამება
  2. რუსთავი 2სამთავრობოევროპარლამენტარი ბარტულიცა: ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ევროპის გაგება. ქრისტიანობა ევროპული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია, რომელიც უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული
  3. POSTVსამთავრობოევროპარლამენტარი ბარტულიცა: “ევროკავშირის ხელმძღვანელობა ევროპული იდენტობის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებს არ შეესაბამება”
  4. იმედინიუსისამთავრობოევროპარლამენტარი ბარტულიცა: ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ევროპის გაგება. ქრისტიანობა ევროპული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია, რომელიც უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული
  5. იმედინიუსისამთავრობოევროპარლამენტარი ბარტულიცა: ევროკავშირის ხელმძღვანელობა ევროპული იდენტობის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებს არ შეესაბამება
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტარი ბარტულიცა: ხორვატიას უნდა შეეძლოს იმ სიტუაციების ამოცნობა, როდესაც მისი ინტერესები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ინტერესებისგან განსხვავდება და ეყოს პოლიტიკური სიმტკიცე, უმრავლესობის პოზიციას გაემიჯნოს და საკუთარი პირობების შესრულება მოითხოვოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები