პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი საბოლოოდ განადგურდება და რუსეთი სულ უფრო ხშირად მიმართავს ორმაგ დარტყმებს მაშველებისა და მოქალაქეების გასანადგურებლად.

ზელენსკი: პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება
იმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყირიმის ხიდი საბოლოოდ განადგურდება.

ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებს ორმაგ და სამმაგ დარტყმებს, რომელთა მიზანიც თავდასხმის ადგილზე მისული მაშველებისა და სხვა ადამიანების განადგურებაა.

„როდესაც ის ჩვენს ხიდებს უტევს, ჩვენ პასუხს გავცემთ და მან უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ხიდი ისედაც ვერ გადარჩება“, - განაცხადა ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში.

17 ნოემბერს, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინული რაკეტა „ფლამინგოს“ დარტყმის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელი ყირიმის ხიდის ნაწილი ჩამოინგრა.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთი კიევში მნიშვნელოვან ხიდებსაც დაესხა თავს. 20 ნოემბრის ღამეს განხორციელებული მასშტაბური ბალისტიკური სარაკეტო იერიშის შედეგად დედაქალაქში სამი ხიდი დაზიანდა, დაიღუპა შვიდი ადამიანი.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ე.წ. ორმაგი დარტყმების ტაქტიკას სულ უფრო ხშირად იყენებს და ზოგჯერ სამმაგ დარტყმებსაც ახორციელებს, რათა, მისი თქმით, „რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლას“.

„რუსეთის ახალი და მზარდი ტაქტიკაა ე.წ. ორმაგი დარტყმები - როდესაც რუსები შენობას, სკოლას, საავადმყოფოს ან სამხედრო ობიექტს უტევენ, შემდეგ კი, როდესაც მაშველები, ჟურნალისტები და სხვა ადამიანები დაშავებულთა გადასარჩენად ადგილზე მიდიან, მეორედ და მესამედ ესხმიან თავს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინული მედიის ცნობით, 20 ნოემბერს გვიან ღამით რუსეთის ბალისტიკურ სარაკეტო დარტყმას უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ კრივი რიჰში შვიდი წლის ბიჭი და 20 წლის ქალი ემსხვერპლნენ. დაშავდა კიდევ 42 ადამიანი.

ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორნის ავტოსადგომს თავდაპირველად ორი რუსული ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. მოგვიანებით, ორმაგი დარტყმის ფარგლებში, ადგილზე რუსული დრონები „შაჰედები“ გამოჩნდნენ და სამიზნეში მაშველები, სამედიცინო პერსონალი და კომუნალური სამსახურების თანამშრომლები ამოიღეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული აგრესიის საპასუხოდ სხვა ოპერაციებიც იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები