რატი იონათამიშვილი: ჩვენ გვყავს აგენტურული ოპოზიცია, რომელიც ტრაგედიების დროს გამოდის და ცდილობს, პოლიტიკური ქულები და დივიდენდები დაიწეროს - ეს აჩვენებს მათ ამორალურობას
რატი იონათამიშვილი ოპოზიციას ამორალურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტრაგედიების დროს პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ. ფონიჭალაში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, რის გამოც ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა.

ჩვენ გვყავს აგენტურული ოპოზიცია, რომელიც ტრაგედიების დროს გამოდის და ცდილობს, პოლიტიკური ქულები და დივიდენდები დაიწეროს,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი ქმედებების გამო, ფაქტობრივად, საზოგადოებამ მათ დიდი ხანია, აუკრძალა პოლიტიკაში ყოფნა.
„ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოება ასეთი ტრაგედიების დროს ერთიანდება, ვინაიდან, სოლიდარობას სინამდვილეში, ძალიან დიდი ფასი აქვს, მაგრამ ჩვენ გვყავს აგენტურული ოპოზიცია, რომელიც ტრაგედიების დროს გამოდის და ცდილობს, პოლიტიკური ქულები და დივიდენდები დაიწეროს. ერთი მხრივ, ეს აჩვენებს მათ ამორალურობას, რა დონეზე შეიძლება, დაეცნენ და მეორე - როგორც ჩანს, ჭკუასაც ვერ სწავლობენ, ვინაიდან ასეთი ქმედებების გამო, ფაქტობრივად, საზოგადოებამ მათ დიდი ხანია, აუკრძალა პოლიტიკაში ყოფნა და რადგან არ შეუძლიათ აქედან სწორი დასკვნების გამოტანა, რა თქმა უნდა, საზოგადოება მათ კიდევ უფრო მტკივნეულ პასუხს გასცემს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…