პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იყალთოს სამონასტრო კომპლექსში ახალი არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინეს – ნაპოვნია XIII საუკუნის მონეტაც

იყალთოს სამონასტრო კომპლექსში ახალი არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინეს, სადაც არქეოლოგებმა კერამიკული ნაწარმი და 1280 წლით დათარიღებული, დემეტრე II-ის პერიოდის სპილენძის მონეტა იპოვეს.

იყალთოს სამონასტრო კომპლექსში ახალი არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინეს – ნაპოვნია XIII საუკუნის მონეტაც
ალია

იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ახალი ობიექტი აღმოაჩინეს. წინასწარი ვარაუდით, ნაგებობა შესაძლოა მონასტრის საგანმანათლებლო ცენტრის დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილი ყოფილიყო, რომელიც საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევის პროცესში არქეოლოგებმა კერამიკული ნაწარმი და 1280 წელს მოჭრილი, დემეტრე II-ის პერიოდის სპილენძის მონეტა იპოვეს.

აღმოჩენილი ნაგებობის ზუსტი დანიშნულება და ისტორიული მნიშვნელობა ამ ეტაპზე კვლევის საგანია.

ახალი არქეოლოგიური ობიექტების შესასწავლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კვლევითი სამუშაოები დააფინანსა და შესაბამისი თანხები გამოყო.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დმანისში, ნაგზაურის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს ადრექრისტიანული ხანის კიდევ ერთი ახალი ეკლესიის ნაშთები გამოვლინდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები