პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დმანისში, ნაგზაურის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს ადრექრისტიანული ხანის კიდევ ერთი ახალი ეკლესიის ნაშთები გამოვლინდა

დმანისში, ნაგზაურის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს ადრექრისტიანული ხანის აქამდე უცნობი სამლოცველოს ნაშთები გამოვლინდა. სააგენტოს ცნობით, ნაგებობა 1.5 მეტრამდე სისქის კედლებითაა ნაგები.

დმანისში, ნაგზაურის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს ადრექრისტიანული ხანის კიდევ ერთი ახალი ეკლესიის ნაშთები გამოვლინდა
რუსთავი 2

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადთან, ნაგზაურის ადრექრისტიანული სამონასტრო კომპლექსის (V-VIII სს.) არქეოლოგიური კვლევის ფარგლებში, ახალი ძეგლი გამოვლინდა - კომპლექსიდან დასავლეთით, აქამდე უცნობი სამლოცველოს ნაშთები დადასტურდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი აღმოჩენა ქმნის დამატებით შესაძლებლობას ქვემო ქართლის ადრექრისტიანული ხანის საეკლესიო არქიტექტურისა და მონასტრული ცხოვრების ისტორიის შესასწავლად.

"ახლად გამოვლენილი ნაგებობა დიდი ზომის ქვებითაა ნაგები, 1.5 მეტრამდე სისქის კედლებით, რომელთა შემორჩენილი სიმაღლე 1.3 მეტრს შეადგენს. კვლევის ამ ეტაპზე არქეოლოგიურად შესწავლილია ეკლესიის მთავარი ნავი და აფსიდი. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილი არქიტექტურული დეტალები − ამბიონისა და კანკელის ნიშის ფრაგმენტები. მთავარი ნავის შუაში გამოვლენილია სვეტის ქვის ბაზისი, რომელსაც სავარაუდოდ, ხის გადახურვის კონსტრუქცია ეყრდნობოდა. იატაკის დონეზე ასევე აღმოჩენდა კრამიტის ფრაგმენტი, რაც ასევე ნაგებობის გადახურვის მთავარი მასალა უნდა ყოფილიყო.

ნაგზაურის კომპლექსი ქვემო ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. იგი ადრეული შუა საუკუნეების ეკლესიათა რიგში ერთიანდება და პარალელებს პოულობს საქართველოს სხვა ადრეულ სამონასტრო ძეგლებთან; ერთიანი გალავნით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესია და სამეურნეო-საცხოვრებელი ნაგებობა იყო განთავსებული", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ნაგზაურის კომპლექსზე არქეოლოგიური სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2025 წლიდან მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდმანისში, ნაგზაურის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს ადრექრისტიანული ხანის კიდევ ერთი ახალი ეკლესიის ნაშთები გამოვლინდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„მეცხრე საუკუნის რუსეთში დაბრუნებას გვთავაზობთ?“ - კითხვები ენმ-სწაიკითხე

უახლესი ამბები