პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნაურუს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ და ნაურუს პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე ოქმს მოეწერა ხელი.

საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა
რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე განკარგულება საქართველოს მთავრობამ 16 სექტემბერს გამოსცა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნაურუს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა.

ნაურუს გადაწყვეტილება

ნაურუს ხელისუფლებამ 2026 წლის 21 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

სოხუმსა და ცხინვალში განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი ნაურუზე დასავლეთის ზეწოლის შედეგია.

ნაურუ წყნარ ოკეანეში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა. მისი ფართობი დაახლოებით 21 კვადრატული კილომეტრია, რაც მას ვატიკანისა და მონაკოს შემდეგ მსოფლიოში მესამე ყველაზე პატარა სახელმწიფოდ აქცევს. გაეროს 2025 წლის მონაცემებით, ნაურუში დაახლოებით 12 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

სატელეფონო საუბარი

ამ გადაწყვეტილებიდან ერთი თვის შემდეგ, 27 აგვისტოს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძესა და ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად.

სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
  3. პირველი არხისამთავრობოსაქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
  4. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
  5. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
  6. ტაბულაოპოზიციურიკობახიძე: ნიუ იორკში ნაურუს პრეზიდენტს შევხვდი, ვიმედოვნებთ, ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება
  7. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
  8. TV პირველიოპოზიციურისაქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები