ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე – ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარესთან ისტორიული შეხვედრა გამართა. მან მადლობა გადაუხადა ნაურუს ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებისთვის.

ნიკოლოზ სამხარაძე – ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ
ნიკოლოზ სამხარაძე – ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიბაძავენპირველი არხი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნაურუსა და საქართველოს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, საპარლამენტო დონეზე პირველი შეხვედრა შედგა.

სამხარაძის თქმით, არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ნაურუს ხელისუფლების ნაბიჯი, რომ მათ უკან წაიღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის.

„დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეიძლება ითქვას, ეს იყო ისტორიული შეხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი შეხვედრაა, რომელიც ნაურუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საპარლამენტო დონეზე შედგა. ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ, რომ მათ უკან წაიღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის.

იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ ნაურუს. მართალია, ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელია მათი რაოდენობა, თუმცა რაოდენობას ამ შემთხვევაში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა აღიარებდეს უპირობოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამისთვის ჩვენ დაუღალავად ვიბრძვით და ყოველთვის ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეიძლება ითქვას, ეს იყო ისტორიული შეხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი შეხვედრაა, რომელიც ნაურუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საპარლამენტო დონეზე შედგა. ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ, რომ მათ უკან წაიღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ ნაურუს. მართალია, ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელია მათი რაოდენობა, თუმცა რაოდენობას ამ შემთხვევაში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა აღიარებდეს უპირობოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამისთვის ჩვენ დაუღალავად ვიბრძვით და ყოველთვის ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“
ნიკოლოზ სამხარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები