პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნაურუს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მოაწერეს. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ნაურუს პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის.

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
TV პირველი

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა - შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოაწერეს. ამის შესახებ ინფოrმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ დევიდ ადეანგმას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის.

საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროებში პარტნიორობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა მაკა ბოჭორიშვილმაც. ის ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ბოჭორიშვილმა ბოლივიელ კოლეგას არჩევნების შედეგები და თანამდებობაზე დანიშვნა მოულოცა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
  3. პირველი არხისამთავრობოსაქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
  4. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
  5. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
  6. ტაბულაოპოზიციურიკობახიძე: ნიუ იორკში ნაურუს პრეზიდენტს შევხვდი, ვიმედოვნებთ, ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისაქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა
  8. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს ნაურუს რესპუბლიკასთან, რომელმაც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება გააუქმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები