პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაპუაშვილი ტანზანიაში ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტანზანიაში ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ნაურუს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის.

პაპუაშვილი ტანზანიაში ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ტაბულა

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა.

"შეხვედრა საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის პირველი შეხვედრაა.

შალვა პაპუაშვილმა მარკუს სტივენსს მადლობა გადაუხადა ნაურუს გადაწყვეტილებისთვის, რომლის საფუძველზეც ქვეყანამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარება გააუქმა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის პატივისცემის ნათელი გამოვლინებაა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისია.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს საპარლამენტო კავშირების განვითარების მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნაურუს რეფორმების მიმართულებით მიღებული წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს.

შეხვედრა ტანზანიის ქალაქ არუშაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი". - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

2026 წლის ივლისში, ნაურუმ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება ოფიციალურად გააუქმა.

ე.წ. აფხაზეთის საგარეო ნაურუს მიერ ურთიერთობების გაწყვეტას სამწუხაროს და დაძალებულს უწოდებს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 5ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: დღეს შესაძლებლობა მექნება ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდე და მადლობა გადავუხადო იმ გადაწყვეტილებისთვის, რითაც უკან წაიღეს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება
  2. რუსთავი 2სამთავრობოდღეს გრძელდება საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, დებატებში მონაწილეობასთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ორმხრივი შეხვედრები გავმართოთ​ - შალვა პაპუაშვილი
  3. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
  4. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
  5. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – მონაწილეობას ვიღებ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე, შესაძლებლობა მექნება, რომ ასამბლეის ფარგლებში ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები