კობახიძე და კალაძე ტრაგედიის დროს დაშავებული ბავშვების მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდნენ
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში ირაკლი კობახიძე, მიხეილ სარჯველაძე და კახა კალაძე მივიდნენ. ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები იმყოფებიან, ირაკლი კობახიძე მივიდა.
მასთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა
ინგოროყვას კლინიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დედაქალაქის მერთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მივიდა
ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები არიან მოთავსებული, ირაკლი კობახიძე მივიდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…