პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

” ვაიმე , ბავშვი არ გამიჭყლიტოთ! ცოტა ფრთხილად, ხელი მომტყდა! ვაიმე, მხარი! ფეხი აიღეთ ..” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს და აცხადებს, რომ კალაძის მსგავსი უგულო, უპასუხისმგებლო და უთავო მერი არავინ ახსოვს.

” ვაიმე , ბავშვი არ გამიჭყლიტოთ! ცოტა ფრთხილად, ხელი მომტყდა! ვაიმე, მხარი! ფეხი აიღეთ ..” – ლელა ჯეჯელავა
ალია

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

,,35 წუთი ველოდე გაჩერებაზე ჩემს მარშრუტს.ხალხის ტალღამ ამიტანა და სადაც დამდგეს იქ დავდექი, მგონი ბოლომდე ვერც ერთი ფეხით ვერ ვგრძნობდი იატაკს. კორპუსით შემობრუნებაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა, ვცდილობდი თავი იქით მიმებრუნებინა, საიდანაც მეტი ჟანგბადის მიღების შანსი მქონდა. ხალხით ” დაძეძგილ” ავტობუსში სრული მდუმარება იყო , აი ისეთი შებინდებულზე სასაფლაოზე რომ დგება . პერიოდულად ისმოდა შეკივლება: ” ვაიმე , ბავშვი არ გამიჭყლიტოთ! ცოტა ფრთხილად, ხელი მომტყდა! ვაიმე , მხარი !ფეხი აიღეთ ..” ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, რამდენი ქალაქის მერი იყო, არც დამითვლია, ზოგი კარგი, ზიგიც ცუდი, ზოგი ისე-რა. მგონი ნინა ჟვანიას ქალაქის თავობაც მახსოვს, მაგრამ კალაძის მსგავსი უგულო, უპასუხისმგებლო და უთავო , არავინ მაგონდება. სიმწრისგან რატომღაც სალომე ზურაბიშვილის ფრაზა გამახსენდა, წინა ხელისუფლებზე თქმული” ქაჯები კი არ მოდიან, მიდიანო” . ჩემი აზრით, ხელისუფლებები მიდიან და მოდიან , მაგრსმ ქაჯები სულ რჩებიან . სტატუსი მერე დავწერე , წერეთლის მეტროსთან ავტობუსიდან ჩამოფოფხებულმა დიდუბის” გამჭვირვალე” ჰაერი ხარბად რომ ჩავისუნთქე , ჰიპოქსია რომ არ დამწყებოდა.”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბეიბუთოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება, შესაძლებელი გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები