პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბეიბუთოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება, შესაძლებელი გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში, ბეიბუთოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას შესაძლებელს გახდის.

ბეიბუთოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება, შესაძლებელი გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც
იმედინიუსი

სოფელ ფონიჭალაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საუბარია ჭალის დასახლებაში, ბეიბუთოვის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებზე.

„აღნიშნული ქუჩის მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგანაც არსებული დაზიანებების გამო, ამ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება ვერ ხერხდებოდა. სწორედ ამიტომ, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გზის მდგომარეობას და ბეიბუთოვის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი გახდება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე - ჩვენ ვერ გავაფართოებთ ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს და ვერ გავანადგურებთ მწვანე სივრცეებს, რომ ავტომობილების მზარდ რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ - ესტაკადებითა და გზების გაფართოებით საცობების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები