პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ანგარიში - რუსეთი უახლოესი თვეების განმავლობაში ნატო-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს

ნატო

დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ანგარიშის თანახმად, რუსეთი უახლოეს თვეებში ნატო-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს და დასავლეთის წინააღმდეგ უფრო ხშირ და მძიმე შედეგების მქონე თავდასხმებს განახორციელებს.

დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ანგარიში - რუსეთი უახლოესი თვეების განმავლობაში ნატო-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს
ინტერპრესნიუსი

რუსეთი უახლოესი თვეების განმავლობაში ნატო-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს, - ამის შესახებ დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

დანიის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთი დასავლეთისა და ნატო-ს წინააღმდეგ „უფრო ხშირ თავდასხმებს“ განახორციელებს, „რასაც უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვება, ვიდრე ადრე“.

„ეს შეიძლება მოიცავდეს დესტრუქციულ კიბერშეტევებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სერიოზული შედეგების გამოწვევით და დივერსიულ თავდასხმებს მსხვერპლის მაღალი რისკით“, - ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებობს „მცირე, თუმცა მზარდი რისკი იმისა, რომ რუსეთმა შეზღუდული სამხედრო თავდასხმა განახორციელოს მისი მოსაზღვრე ნატო-ს წევრ ერთ ან რამდენიმე ქვეყანაზე“.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ნატო-ს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრა წამოიწყოს. თუმცა, ამის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია“, - აღნიშნულია დაზვერვის ანგარიშში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდანიის დაზვერვის თანახმად, რუსეთი გააძლიერებს ევროკავშირზე ჰიბრიდულ თავდასხმებს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დანია იტყობინება სამხედრო მრეწველობის ობიექტებზე რუსული დივერსიის შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები