ოპოზიციის წარმომადგენელთა კითხვები მოსარჩელე მხარეს და პოლემიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პასუხისმგებლობაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში მხარეთა შორის პოლემიკა გაიმართა, რა დროსაც მოსამართლეთა პლენუმმა სხდომიდან ზაზა ბიბილაშვილი დესტრუქციის გამო გააძევა.

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა სამძიმრით დაიწყო.
დღეს კითხვებს მოპასუხე მხარე მოსარჩელეს უსვამდა და 2012- წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ჩადენილ დარღვევებთან კავშირის უარყოფას ცდილობდა.
დესტრუქციის გამო მოსამართლეთა პლენუმმა სხდომიდან ზაზა ბიბილაშვილი გააძევა. მოსარჩელემ კი ოპონენტებს არგუმენტად ანტიკონსტიტუციური ეპიზოდების თანმიმდევრული სია და იმ პირთა აღიარებები დაუპირისპირა, რომლებმაც ჩადენილი მოინანიეს.
ვრცლად ნინო არღვლიანის სიუჟეტში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…