პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში

პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლო კანდიდატებს შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვილი სანიოლი სახელდება. პოლონეთის ფეხბურთის ასოციაცია იან ურბანის გათავისუფლებას გეგმავს.

სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
სპორტალი

პოლონეთის ნაკრების უხეირო ასპარეზობის გამო, მწვრთნელს იან ურბანს დიდი ალბათობით გადააყენებენ. მომავალი კვირის დასაწყისში ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ცეზარი კულეშა ურბანს შეხვდება და ევრო 2028 წლის ბოლომდე გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტას შესთავაზებს, - იტყობინება iGol.pl.

სახელდება ურბანის შესაძლო შემცვლელთა კანდიდატურები: ეჟი ბჟენჩეკი, მარეკ პაპშუნი, მაცეი სკორჟა, კოსტა რუნიაიჩი, ვლადიმირ პეტკოვიჩი, კასპერ იულმანი, ადრიან სემენეცი და ვილი სანიოლი.

აღნიშნულია, რომ სანიოლის პოლონეთის ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე დანიშვნის შესაძლებლობა ჯერ მხოლოდ მედიაში განიხილება, უდავოდ საინტერესო კანდიდატია, რამეთუ საქართველოს ნაკრებმა მისი ხელმძღვნელობით ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია, პორტუგალიაც კი დაამარცხა და ამა წლის 26 სექტემბერს გადააყენეს.

გავრცელებულ ინფორმაციას sport.tvp.pl-ც ადასტურებს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვილი სანიოლი გაუშვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები