პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, eKalata.gov.ge-ის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პარლამენტისემეკი

თბილისში გამართულ კონფერენციაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ახალი ციფრული პლატფორმა eKalata.gov.ge წარადგინა, რომელიც ფასების შედარებას ისახავს მიზნად.

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, eKalata.gov.ge-ის პრეზენტაცია გაიმართა
რუსთავი 2

20 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, მომხმარებლისთვის განკუთვნილი ციფრული პლატფორმის - eKalata.gov.ge-ის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაცია პანელური დისკუსიის - „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ურთიერთკავშირი: ფასების გამჭვირვალობა და ინფორმირებული არჩევანი სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე“ ფარგლებში გაიმართა.

ირაკლი ლექვინაძემ ყურადღება გაამახვილა პლატფორმის მნიშვნელობაზე მომხმარებლის ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობის, ფასების გამჭვირვალობისა და ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაძლიერების მიმართულებით. პრეზენტაციის ფარგლებში, მიმოიხილა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების შედეგები, მათ შორის, სასურსათო და ფარმაცევტულ ბაზრებზე ჩატარებული მონიტორინგისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები.

eKalata.gov.ge წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას, რომლის მიზანია მომხმარებლისთვის ბაზარზე არსებული შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი შედარების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა.

"კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკა გულისხმობს მომხმარებლის გამჭვირვალე ინფორმაციისა და სწორი არჩევანის შესაძლებლობის შექმნა. eKalata.gov.ge, სწორედ, ამ მიზანს ემსახურება - მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაერკვეს ბაზარზე არსებულ შეთავაზებებში და გადაწყვეტილება ინფორმირებულად მიიღოს“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ტარიფების შედარების პორტალის პრეზენტაცია, რომელიც ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია ჭყოიძემ წარადგინა. დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ხოლო პანელს მოდერაცია გაუწია Business Insider Georgia-სა და Economic Forum Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია 19-20 ნოემბერს, ხუთი მარეგულირებელი უწყების - GCCA-ს, საქართველოს ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა და თბილისში 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტ უცხოელ დელეგატს უმასპინძლა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოკონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში eKalata.gov.ge-ის პრეზენტაცია გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თბილისი 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტი უცხოელი დელეგატის მონაწილეობით, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები