„რუსთავი 2“ მეტას ფულს უხდის იმ პოსტების ხილვადობის გასაზრდელად, რომლითაც ირწმუნება, რომ ოპოზიცია...
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მეტას“ რეკლამის საფასურს უხდის იმ პოსტების გასავრცელებლად, სადაც ოპონენტებს ფონიჭალის ტრაგედიით სპეკულირებაში ადანაშაულებს. ბრიტანეთის სანქციების გამო „იმედსა“ და „პოსტ-ტვ“-ს რეკლამის ყიდვა შეზღუდული აქვთ.

ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა ტელეარხებმა სხვადასხვა ადამიანის მადისკრედიტებელი კამპანია, მათ მიერ სოციალურ ქსელებში დაწერილი სტატუსების გამო კორპუსის ჩამონგრევიდან მალევე დაიწყეს - რითაც ირწმუნებოდნენ, რომ პოსტების ავტორები ტრაგედიით სპეკულირებენ და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის იყენებენ ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.
სამი ტელეარხიდან, ვინც იდენტური აცენტის გზავნილებს ავრცელებდა მეტაში რეკლამის გაშვება მხოლოდ "რუსთავი 2"-მა შეძლო.

ფეისბუკის რეკლამების ბიბლიოთეკაში 20 ნოემბრის მონაცემებით, ფონიჭალის ტრაგედიასთან დაკავშირებულ 4 პოსტზეა რეკლამა გაშვებული აქტიურის სტატუსით.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პოსტები ჰქონდათ "იმედსა" და "პოსტ-ტვ"-ს იგივე პერსონაჟებით - მათი კონტენტი მეტას რეკლამების ბიბლიოთეკაში არ იძებნება. დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირების შემდეგ, მეტაში რეკლამის ყიდვის უფლება ორივე კომპანიას შეზღუდული აქვს.

იმედიც და პოსტ-ტვ-ც აქტივისტებს, პოლიტიკოსებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ყველას ერთად ოპოზიციად წარმოადგენდა.

გარდა ცალკეული ბარათებისა ციტატებით, პოსტ ტვ-მ ხელისუფლებასთან აფილირებული ექსპერტების შეფასებებიც შესთავაზა აუდიტორიას - მათ პოსტებს ფეისბუკზე რუსთავი 2-თან შედარებით, გაცილებით დაბალი ხილვადობა აქვს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ დრომდე კლინიკაში რჩება მძიმე დამწვრობით კლინიკაში მოთავსებული ახალგაზრდა კაცი, რომლის ბინაში დაგროვილმა გაზმაც გამოიწვია აფეთქება, .პირველადი ვერსიით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…